მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი

იმედი|imedinews.ge

თქვენ ხედავდით, თუ რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის, NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი - ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, საუბარია არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ეკლესიასა და სხვა ინსტიტუტებზე.

„ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ მცდელობებს, ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი