მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება
პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება

იმედი|imedinews.ge

სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.

„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან.

გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს.

ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გვაქვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • "უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?BM.GE
  • არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულშირუსთავი 2
  • მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზენეტგაზეთი
  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
გვაქვს →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

იმედი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი