სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი მძიმე დანაშაულის გადაფარვის მცდელობას.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, სავარაუდოდ, ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ აღიარებული დანაშაულის პარალელურად მიმდინარეობდა გამოძიება სხვა უმძიმეს კორუფციულ თემებზე და დანაშაულის გადაფარვის მიზნით, სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება გადაწყვიტა.
უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ ჰქონდეს სიცრუის გავრცელების მცდელობა, რაც, მათივე თქმით, ხელს ვერ შეუშლის კორუფციული სქემების გამოძიებას.
"როგორც ჩანს, ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მიზანმიმართული საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. ჩვენ ვიცით რომ, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ თანამდებობის პირებს, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყნებში, ხშირად სჩვევიათ ხოლმე საკუთარი დანაშაულის გადასაფარად სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც. უმძიმესია, როდესაც უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ვრცელდება პროკურატურის მხრიდან ინფორმაცია, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში და სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი ცდილობდა წერილების მეშვეობით საკუთარი თავი გადაერჩინა. დანარჩენი ვნახოთ, სასამართლოს გადასაწყვეტია რა პასუხისმგებლობა იქნება და რა ფორმით", - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge