
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება ორივე მხრიდან იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის ისევ ძალაშია, მაგრამ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეხვედრა იყო დახურული
საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, შეხვედრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი არსებითად იყო ორიენტირებული მომავალზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული. რა პრობლემებზე ვისაუბრეთ და რაზე არ ვისაუბრეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული და შესაბამისად, შინაარსი ვერ გასაჯაროვდება. პრობლემები არსად წასულა. პოდოლიაკმა განცხადება აღარ გააკეთა გუშინდელის მერე?! თუ დანილოვმა აღარ გააკეთა განცხადება გუშინდელის მერე, თუ ელჩი არ გაიწვიეს გუშინდელი მერე, თუ სხვა ნაბიჯები არ გადადგმულა გუშინდელის მერე?! რა თქმა უნდა, რაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და ეს არის ჩვენი სულისკვეთება,“- აღნიშნა პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge