მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

იმედი|imedinews.ge

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

გიორგი შარაშიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობდა, რომ თითქოს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით კუთხეში იდგა. სწორედ ამ განცხადების დროს კი გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის დაწყებული საუბარი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც შემდეგ სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

აღნიშნულ პროცესს სხდომათა დარბაზში თვალ-ყურს ადევნებდა პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საბოლოოდ, გახარიას პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტუაცია განმუხტულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →ოცნება →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი