მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაზე.

“შქმერი-მრავალძალის გზის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე და, რა თქმა უნდა, ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გზის სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 260 სტატია.

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო - იუსტიციის სამინისტროBM.GE
  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგაფორმულა
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →პროცესი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

იმედი

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

იმედი

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

იმედი