მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება

პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება.

ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო პროექტს, რომლის თანახმად კულტურის სახლი, სრულყოფილი რეაბილიტაციის შედეგად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ამავდროულად, ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან.

„ამბროლაურის კულტურის სახლი არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, ასევე სამუზეუმო სივრცე. უნიკალური ექსპონატები აქვს ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეაბილიტაციის შედეგად შენობა გახდება მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რომელიც სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს გააერთიანებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • J.P. Morgan-ის ინდექსში ჩართვა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ხილვადობას გაზრდის | ფინანსთა მინისტრიBM.GE
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →კულტურის →პრემიერი →

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი