მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა

იმედი|imedinews.ge

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIVB) რუსეთის ეროვნული ნაკრებების მიმართ ადრე დაწესებული ყველა შეზღუდვის სრულად გაუქმება გადაწყვიტა.

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა განმარტებული, გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს განახლებული რეკომენდაციების შესაბამისად არის მიღებული.

„ეს მიდგომა ასახავს FIVB-ის ერთგულებას, დაიცვას სპორტსმენების ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეთ წვდომა სპორტზე, მათი მოქალაქეობის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება ვრცელდება რუსეთის ფრენბურთის ყველა ნაკრებზე, მათ შორის კაცთა და ქალთა ეროვნულ გუნდებზე. რუსეთის ფედერაციის სპორტსმენები კვლავ შეძლებენ FIVB-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე ასპარეზობას.

რუსეთის ეროვნულ გუნდებს მსოფლიო რეიტინგში ის ქულები აღუდგებათ, რომლებიც მათ რეიტინგის გაყინვის მომენტში ჰქონდათ. სპორტსმენები რუსეთის ფედერაციის დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების გამოყენებას ​FIVB-ისა და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის შეხედულებისამებრ შეძლებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა