მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ემიგრანტებმა რუსთავის მერთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს რუსთავში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„ემიგრანტების მხრიდან ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მერის აქტიურ საქმიანობაზე. გამოითქვა სურვილი რუსთავის და ერთ-ერთი ბერძნული ქალაქის დამეგობრების და ამ ფორმატში საბერძნეთის დედაქალაქში რუსთავის დღის აღნიშვნის და ზოგადად რეგიონის კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის.

ქალბატონმა ნინომ მზაობა გამოხატა ქართულ დიასპორასთან აქტიური თანამშრომლობის და რეგიონის ტურისტული პოპულარიზაციისთვის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერის.

პროექტის ხელმძღვანელმა ნანა თევდორაძემ მერს ემიგრანტების სახელით მადლობა გადაუხადა რუსთაველი ემიგრანტების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მათი სურვილის მხარდაჭერისთვის ონლაინ შეხვედროდნენ საკუთარი ქალაქის მერს და ესაუბრათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დავით ჯალაღონია ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა

იმედი

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

იმედი