მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთა კომპანიებს მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ. აღნიშნული ტენდერების შესრულების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებულებმა მათ, საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით მიაწოდეს ფალსიფიცირებული პროდუქცია, კერძოდ, ცხენის ხორცი, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ ქონებრივი ზიანი.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე