მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ასევე, იმავე გვერდზე ბრალდებულმა განათავსა მოთხოვნა მისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ. პარალელურად ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოსთხოვა 10 000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა პირების სიცოცხლის მოსპობით და ზემოთხსენებული სახელის გამტეხი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ცნობების კვლავ გავრცელებით იმუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 255-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა (გამოძალვა, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა, ფლობა, დამზადება და გავრცელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია