მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს’’, ,,კოკაინს’’ ,,ალფა-პვპს’’, ,,მეფედრონს’’ ,,მდმას’’ და ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი