მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 564.48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს (მარილი) შემცველი 16 128 ტაბლეტი, წარწერით M40, რაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის ხელჩანთიდან და მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი