მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

BM.GE28 ივლისი, 2026, 16:25|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალს დაუსწრებლად ან პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგენენ.

სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ. უწყების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის ბრალდებულების საუბარიც, სადაც ერთ-ერთი მათგანი ამბობს:

„ქურდის გადაწყვეტილებაა და კაცი უნდა მოვკლაო, მაგი უკვე „ბესპრიძელია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა (ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდობა“), 223-ე ტერცია (ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა), 223-ე კვარტა (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • POG: ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინებაფორმულა
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →ბრალი →

მსგავსი სტატიები

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

BM.GE

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE