მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა სამ პირს, რომელთაგან ერთ-ერთს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ სხვა პირებსაც.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ” ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით 7 პირი დააკავესფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი