მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებით დადგინდა, რომ 22 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,), 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავესფორმულა
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისა და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

იმედი