მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა
პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 19:19|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ ძებნა გამოაცხადა. უწყების დღევანდელი განცხადების თანახმად, საქმე ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ფაქტებს ეხება.

პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქონებრივი სარგებლის მიღებისა და აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით საქართველოში საწარმო რეალური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე დააფუძნა.

უწყების განცხადებით, აღნიშნული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან, ბრალდებულთან აფილირებული კომპანიების ანგარიშებიდან, პერიოდულად ირიცხებოდა სხვადასხვა ვალუტაში 5.5 მილიონი ლარის ექვივალენტი თანხა, რომელიც ფორმალურად კანონიერი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად იყო წარმოდგენილი.

„უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ქართული საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხის ნაწილი, საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე შედგენილი ფიქტიური დოკუმენტაციის საფუძველზე, ბრალდებულმა გადაირიცხა საზღვარგარეთ, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეზიდენტი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - ცრუ მეწარმეობა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის მეშვეობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. უწყების ინფორმაციით, პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია უცხოური ვალუტა, რომლის ოდენობაც 1.3 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მიზნით შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურას ბრალდებულის მოქალაქეობა, ასევე საქმიანობის სფერო განცხადებაში მითითებული არ აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაფორმულა
  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • “სამძიმარზეც იმყოფებოდა” - ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით პენსიონერის მეზობელი დააკავესტვ პირველი
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

BM.GE

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

BM.GE

SOCAR-მა იტალიიდან საქართველოში 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა

SOCAR-მა იტალიიდან საქართველოში 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა

BM.GE