მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს თბილისში, წარსულში არსებული წყენის გამო, სამმა პირმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დაზარალებულს. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დროს იგი სკამზე დააბეს და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

„ბრალდებულების შეტყობინების შედეგად შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი პირი მივიდა, რა დროსაც წარმოიშვა კონფლიქტი და ერთ-ერთმა ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მყოფ ერთ პირს დაზიანება მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

ერთ-ერთი პირი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 ივნისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა), ხოლო მეორეს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი