მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი