მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი|imedinews.ge

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს , რომელიც სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ყოფილი მეუღლის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაფორმულა
  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
  • დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?BM.GE
პროკურატურამ →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

იმედი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იმედი