მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

იმედი|imedinews.ge

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ნინო აღნიაშვილმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა მარიამ მიქუტიშვილმა მოქალაქეებთან სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს და მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, გავრცელებულ დანაშაულებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.

„ასევე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს განუმარტეს რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიმართონ პროკურატურას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი