მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის განცხადებით, იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთ თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინეს. უწყება თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

განცხადება სრულად:

"საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს.

სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა.

მომხდარის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვსრუსთავი 2
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნოიმედი
  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა დანაყოფი ჩამოაყალიბა

ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა დანაყოფი ჩამოაყალიბა

ფორმულა

ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ფორმულა

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა