მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ
პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ

პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრატისლავის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

„ვიცნობთ თქვენს დაინტერესებას, იმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პირისპირ გვესაუბრა. ახლაც შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა სლოვაკეთის რესპუბლიკის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვა მიმართულებებით, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს რუსეთსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ფიცოს დღევანდელი ვიზიტი მხარეებს დაეხმარება გაერკვნენ, თუ როგორც შეიძლება სავაჭრო ბრუნვის გაზრდა.

ცნობისთვის, ფიცო მოსკოვში გუშინ ჩავიდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ეს ცნობები მოგვიანებით ფიცომ თავად უარყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი