მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა ადგილზე მოინახულეს და სამშენებლო პროცესს გაეცნენ.

ამ ეტაპზე, ქალაქ კასპში 1 800 ოჯახი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად სარგებლობს. პროექტის დასრულებამდე ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან უწყვეტი წყალმომარაგებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობაც ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდა ქალაქ გორშიც, კერძოდ, ვერხვებისა და ელექტროფიკაციის დასახლებებში, სადაც მოეწყო ახალი ცენტრალური მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სისტემა. შედეგად, დასახლებების მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ კასპსა და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 7 000-მდე ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი