მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა

ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით ქალაქ თეთრიწყაროში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით. ასევე, ესარგებლათ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით.

სკრინინგის პროცესს სამედიცინო მხარდაჭერას თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის მედპერსონალი უწევდა. აღნიშნულ ფართომასშტაბიან კამპანიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით მარტიდან ახორციელებს რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

16 მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 154 სკრინინგ აქცია ჩატარდა, აქედან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 10 ათასამდე ბენეფიციარს, ხოლო ამ აქციებზე ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამური რაოდენობა 50 ათასს აღემატება. აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღონია, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ კიღურაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამია, ცენტრის თანამშრომლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • "გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთანტვ პირველი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი