მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს✈️
Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს✈️

Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს✈️

იმედი|imedinews.ge

ავიაკომპანია Qantas-ი სიდნეისა და ლონდონს შორის რეგულარული პირდაპირი რეისების შესრულებას 2027 წლის ოქტომბრიდან გეგმავს. ფრენის დრო დაახლოებით 20 საათს შეადგენს.

ეს მარშრუტი, რომლის სიგრძეც 16 ათას კილომეტრზე მეტია, ყველაზე გრძელი გახდება რეგულარულ სამგზავრო რეისებს შორის. ამჟამად ამ ქალაქებს შორის ფრენას, გადაჯდომის ჩათვლით (ყველაზე ხშირად სინგაპურში), დაახლოებით ერთი დღე სჭირდება.

რეისისთვის გამოიყენებენ Airbus A350-1000ULR-ს. მწარმოებელი დაამონტაჟებს დამატებით საწვავის ავზს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 20 ათასი ლიტრი იქნება, რაც ფრენის მაქსიმალურ ხანგრძლივობას 22 საათამდე გაზრდის. თვითმფრინავი გათვლილია 238 მგზავრზე სტანდარტული 400-480 ადგილის ნაცვლად. სავარძლების რაოდენობის შემცირება ხანგრძლივი მგზავრობის ორგანიზებას უკავშირდება.

სალონში გათვალისწინებულია დასასვენებელი ზონები, სადაც მგზავრებს შეეძლებათ გადაადგილება, წყლის დალევა და წახემსება. განათება ფრენის ეტაპების მიხედვით შეიცვლება, ხოლო კვების რეჟიმი სინქრონიზებული იქნება სპეციალურ გრაფიკთან, რომელიც გათვლილია დროის სარტყლების ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად.

Qantas-მა უკვე ჩაატარა სატესტო პირდაპირი რეისები ნიუ-იორკს, ლონდონსა და სიდნეის შორის, რათა შეესწავლა ხანგრძლივი ფრენების გავლენა მგზავრების მდგომარეობაზე. ექსპერიმენტების მსვლელობისას გამოიყენებოდა მოწყობილობები ძილის, აქტივობისა და კვების ანალიზისთვის.

ამჟამად ყველაზე გრძელ რეგულარულ პირდაპირ სამგზავრო რეისად ითვლება მარშრუტი სინგაპური - ნიუ-იორკი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 15,3 ათასი კილომეტრია, ხოლო ფრენის დრო - დაახლოებით 19 საათი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

იმედი

თინა ბოკუჩავა: მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის. სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაჰბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა

კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები გაიტანა და კიდევ ერთი ქულა მოიპოვა⚽

კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები გაიტანა და კიდევ ერთი ქულა მოიპოვა⚽

იმედი