მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება
ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

იმედი|imedinews.ge

ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება.

აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მუნიციპალიტეტში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდანეტგაზეთი
  • "ქართული საგალობლები" - ფესტივალს საჩხერის მუნიციპალიტეტი მასპინძლობსრუსთავი 2
  • დაკავებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრაფორმულა
  • სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდაBM.GE
მუნიციპალიტეტში →

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

იმედი

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა

იმედი

POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

იმედი

საერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE

საერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE

იმედი