მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახელმწიფო პროგრამით აღდგენილი ჩაის პლანტაციების 30% ისევ გაველურებას იწყებს"|₾3 მლნ "წყალში გადაიყარა'?
"სახელმწიფო პროგრამით აღდგენილი ჩაის პლანტაციების 30% ისევ გაველურებას იწყებს"|₾3 მლნ "წყალში გადაიყარა'?

"სახელმწიფო პროგრამით აღდგენილი ჩაის პლანტაციების 30% ისევ გაველურებას იწყებს"|₾3 მლნ "წყალში გადაიყარა'?

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 02:41|bm.ge

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ თენგიზ სვანიძის ინფორმაციით, „ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აღდგენილი 1 500 ჰექტარამდე პლანტაციის, დაახლოებით, 30% კვლავ გაველურების პროცესშია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც მთავარი თემა ქართული ჩაის სექტორის გამოწვევები და გამოსავლის გზები იყო.

საქმე ის არის, რომ 2016-2024 წლებში მოქმედი „ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში 41 ბენეფიციარისთვის (30-მდე შპს და კოოპერატივი) ჯამში 1 489 ჰექტარი ფართობი აღდგა, საიდანაც 1 215 ჰექტარამდე სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული პლანტაციებია. სახელმწიფო პროგრამა მსურველებს გაველურებული პლანტაციების აღდგენის ხარჯების 70%-ს უფინანსებდა - მაქსიმუმ 2 500 ლარის ფარგლებში, 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გასაღების ბაზრების არარსებობის გამო, ფერმერებმა მოკრეფილი ნედლეულის გადამუშავება და რეალიზაცია ვერ შეძლეს, რამაც პლანტაციების ხელახალი მიტოვება და გაველურება გამოიწვია.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამამ თავისი საქმე ასე თუ ისე გააკეთა... სიმართლე გითხრათ, ამ პროგრამის შეწყვეტა უკვე ჩაის მწარმოებლების და დარგში მომუშავე ხალხის გადაწყვეტილებაც იყო, რადგან პროგრამამ თავი ამოწურა“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით სანედლეულო ბაზა გაუმჯობესდა, თუმცა “პროდუქცია საწყობებში დარჩა. თენგიზ სვანიძემ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.

„არის საწარმო, რომელმაც თანადაფინანსების პროგრამით 50 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ჩაუტარა რეაბილიტაცია; 50 ჰექტარი ჩადგა ექსპლუატაციაში, მოიკრიფა ფოთოლი, გადამუშავდა, შეიქმნა პროდუქცია, მაგრამ ვერ მოხდა რეალიზაცია ბოლომდე და საწყობში დარჩა. მეორე წელიწადს კიდევ ასე გაგრძელდა და გამოდის, რომ პროდუქცია იწარმოება საწყობისთვის... მეორე-მესამე წელიწადს კი რეაბილიტირებული 50 ჰექტარიდან მხოლოდ 20 ჰექტარის ექსპლუატაცია მოხდა. დანარჩენ 30 ჰექტარზე არ იყო კრეფა და იმ 30-მა ჰექტარმა დაიწყო ხელახალი გაველურება“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ დღესდღეობით რეაბილიტირებული ფართობების, დაახლოებით, მესამედი პირვანდელ სახეს უკვე კარგავს.

„ზუსტი რიცხვები არა მაქვს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 30% ხელახალი გაველურების პროცესშია უკვე... ამ პროექტმა აჩვენა, რომ საბაზრო ეკონომიკაში [ბიზნესი] უნდა დავიწყოთ ბაზრის შესწავლით - უნდა გავიგოთ, რამდენია ბაზრის მოთხოვნა, შემდეგ კი დავიწყოთ წარმოება; ჩვენ თუ ბაზარი არ გვექნა ჯერ, პროდუქციის წარმოებას აზრი ეკარგება“, - თქვა თენგიზ სვანიძემ და დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - “ხომ არ გადაიყარა წყალში 3 მლნ ლარი, რომელიც ჩაის რეაბილიტაციის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო”.

„ჩაის პლანტაციების გაველურების მაგალითები გახშირდა... ამდენად, ის ბიუჯეტიდან წყალში გადაყრილი ფული გამოდგა. ამიტომ დარგის სპეციალისტებმა ვიფიქრეთ, ხომ არ სჯობს, პლანტაციების რეაბილიტაციის ნაცვლად, ეს ფული - თუ მაინც სახელმწიფომ უნდა დახარჯოს - უფრო სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ: ჩაის დარგისა და პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მარკეტინგში დახმარებისთვის და ასე შემდეგ“, - აცხადებს თენგიზ სვანიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა შეჩერდა, სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტში კვლავ გრძელდება მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით მხარდაჭერა. კერძოდ, ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით წარადგინონ საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა მყიდველთან რეალიზაციის მიზნით, ასევე მიიღონ მხარდაჭერა ბრენდინგის საკითხებში.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა „წერტილთან“ ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ დღეს ქართული ჩაის სექტორის მთავარი გამოწვევა არა ნედლეულის სიმცირე, არამედ რეალიზაციისა და გასაღების ბაზრების არარსებობაა. მისივე დაკვირვებით, ვითარებას ართულებს ადგილობრივ სუპერმარკეტებში არსებული არასამართლიანი კონკურენციაც, სადაც დახლებს ხშირად საეჭვო წარმოშობის იმპორტირებული ჩაი იკავებს, ხოლო განახლებული აგროთანადაფინანსების პროგრამიდ პირობები (მინიმუმ 400 000-ლარიანი პროექტები და პოსტფაქტუმ დაფინანსება) მცირე მეწარმეებისთვის მიუწვდომელია.

გამოწვევებიდან გამოსავალს მეწარმეები სახელმწიფო სუბსიდიების ნაცვლად, თვითორგანიზებასა და სისტემურ რეფორმებში ხედავენ. როგორც თენგიზ სვანიძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მწარმოებლებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს.

„35-მდე ქართულმა კომპანიამ დააფუძნა ახალი გაერთიანება - „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამა „ჰელვეტასის“ მხარდაჭერით, საერთო სერვისცენტრის შექმნაზე მუშაობს. მათგან შვიდმა-რვამ უკვე გამოთქვა თანხმობა, რომ ადგილობრივი ინვესტორის როლში გამოვიდნენ და საკუთარი თავი თავადვე დააფინანსონ. მთავარი მიზანია, მეწარმეებმა სახელმწიფოსკენ ხელგაწვდილი ყურების ნაცვლად, თავად გაიღონ თანხები და შექმნან სერვისცენტრი, სადაც გაერთიანების წევრების მიერ წარმოებული ჩაის პროდუქცია თავს მოიყრის, დახარისხდება, ერთგვაროვანი გახდება და მომზადდება როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზარზე გასატანად“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ჩაის სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში, მეწარმეები ფინანსური სუბსიდიების ნაცვლად, ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და აღსრულებას ითხოვენ. თენგიზ სვანიძემ ორი მთავარი მიმართულება გამოყო:

• ჩაის ტექნიკური რეგლამენტის აღსრულება: „2015 წლიდან თაროზე შემოდებული რეგლამენტი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, რამაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბაზრის კონტროლი დაავალა, მაგრამ მთავარია, ეს კანონი ქაღალდზე არ დარჩეს და გაკონტროლდეს საეჭვო წარმოშობის იმპორტირებული ჩაი, რათა ქართულ პროდუქციას სუპერმარკეტების დახლებზე სამართლიანი კონკურენციის პირობები შეექმნას“, - თქვა მან. • მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ კანონის მიღება: „FAO-ს დახმარებით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიღებაც ასოციაციებს საშუალებას მისცემს, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსის ნაცვლად, კომერციულ საწყისებზე იმუშაონ, მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და საერთაშორისო გრანტები მოიზიდონ“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • "მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელირუსთავი 2
  • აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებატვ პირველი
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
იწყება →

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE