
ქართველ გამომცემელთა ფურორი პარიზის წიგნის ფესტივალზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთში, „გრან პალეს“ პარიზის წიგნის ფესტივალზე ქართველმა გამომცემლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. უამრავ ქვეყანას შორის ქართულმა მწერლობამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე იყო აგებული.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 1 000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
უფრო მეტი ნახეთ მარიამ ოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge