მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველიშვილი: უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში
ქართველიშვილი: უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში

ქართველიშვილი: უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოლტერის თბილისში ვიზიტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

ქართველიშვილის თქმით, სონატა კოლტერისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის, პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება. „ნაცსექტანტების გულების გასახარად, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ საუბარი მხოლოდ ფრთხილ დიპლომატიურ რიტორიკად აღიქმებოდა. თუმცა ბოლო 24 საათის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესი უკვე დე-ფაქტო დაწყებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, სონატა კოლტერის შეხვედრა უკვე აღარ არის ტექნიკური კონტაქტი ან პროტოკოლური „ფორმალური საუბარი“. ეს არის უკვე ნაცსექტანტების გულების გასახეთქად პირდაპირი პოლიტიკური არხის აღდგენის მკაფიო სიგნალი თბილისსა და ვაშინგტონს შორის, იმ ხანგრძლივი ცივი პერიოდის შემდეგ, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავად სონატა კოლტერის ფიგურა ატარებს. ის შემთხვევითი მასშტაბის დიპლომატი არ არის.

მის უკან დგას მრავალწლიანი საქმიანობა პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მათ შორის ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახური მოსკოვში. იგი თავისუფლად ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს, შესანიშნავად ერკვევა რეგიონულ წინააღმდეგობებში, ენერგეტიკულ მარშრუტებში, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი ქართულ მიმართულებაზე უკვე აღარ აგზავნის იდეოლოგიურ კურატორებს პოლიტიკური ზეწოლის ეპოქიდან, აქ უკვე მოქმედებენ პროფესიონალი პრაგმატიკოსები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით რეალური და არა "ურსულასებრი" გეოგრაფიის, ტრანზიტისა და რეგიონული სტაბილურობის ფასი.

და ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ ამერიკულ სტრატეგიაში თანდათან პრაგმატიზმი იწყებს დომინირებას, რადგან ირანის გარშემო არასტაბილურობის, ტრადიციული მსოფლიო მარშრუტების კრიზისისა და შუა დერეფნისთვის მიმდინარე ბრძოლის პირობებში საქართველო ობიექტურად იქცევა ევრაზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძად და ამას ვაშინგტონშიც შესანიშნავად ხედავენ. ქვეყანას, რომლის გავლითაც გადის ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ციფრული და ლოჯისტიკური არტერიები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უკვე ვეღარ შეხედავენ მხოლოდ პოლიტიკური მორალიზების ობიექტად. მასთან უკვე უწევთ საუბარი, როგორც სახელმწიფოსთან, რომელსაც საკუთარი სუბიექტობა და საკუთარი რეგიონული როლი გააჩნია.

სწორედ ამიტომ დღევანდელი კონტაქტები აღარ ჰგავს დროებით დათბობას. ეს უფრო ახალი მოდელის ურთიერთობების დასაწყისს ჰგავს თბილისსა და ვაშინგტონს შორის - უფრო მშვიდს, უფრო პრაგმატულს და ბევრად ნაკლებად იდეოლოგიზებულს. და თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდება, უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ თვისებრივად ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

იმედი

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი