მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს
ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა და შვეიცარიულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მიგრაციის გამოწვევები, თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული წინადადებები და სამომავლო გეგმები.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის სფეროს ექსპერტთა დისკუსიები 2022 წლიდან რეგულარულად იმართება. წლევანდელ რიგით მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, აგრეთვე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი