
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
საკითხზე „ქრონიკასთან“ თბილისის ვიცე-მერმა ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მოსახლეობას მეტროს 111 ახალი, თანამედროვე ვაგონი მოემსახურება.
„ეს არის მეტროს განახლების, განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. იცით, რომ ამ მიმართულებით განახლება ათწლეულია, არ მომხდარა და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს მომსახურებას და მგზავრებისთვის კომფორტული იქნება. ასევე, იზრდება გამტარუნარიანობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ზრდის ტენდენციასთან, რაც ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით და განსაკუთრებით მეტროს მხრივ. საუბარია 111 ახალ ვაგონზე, რაც ჯამში არის 25 მატარებელი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
ვრცელ რეპორტაჟს ამ თემაზე „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში ნახავთ.
იმედი
წყარო: imedinews.ge