მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

„ოცნების ქალაქს“ მალე 300 აღსაზრდელისთვის გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები პირველ სართულზე ფილების დასაგებად. ძირითადი სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე ინვენტარი. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის ივლისისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, ამავე ტერიტორიაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდა კონკურსი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 1500 მოსწავლეზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული, სამსართულიანი შენობის აგებას ყველა საჭირო სივრცით და ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული სივრცეებით,ბიბლიოთეკით და სააქტო დარბაზით. ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი და შემოსაზღვრული. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და მწვანე სივრცეები.

ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც გაეცნო, სადაც კორპუსებში უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი. პროექტის პირველ ეტაპზე ბინა საკუთრებაში გადაეცა 582 ოჯახს. ამჟამად კი მიმდინარეობს სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სულ 1 077 ბინის მოწყობით.

„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროექტებს, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და მინდია დიასამიძე, ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?BM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

იმედი

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

იმედი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

იმედი