მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით, პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას. ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პედაგოგებს STEAM განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

STEAM ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი და ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

ბანაკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEAM მიმართულებით სასწავლო დავალებების შემუშავებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა (Art) და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობას.

პედაგოგები შეისწავლიან სკოლებში STEAM კლუბების შექმნისა და ეფექტიანი მართვის საკითხებს და გაეცნობიან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარებენ პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს ორგანიზებისთვის საჭირო კომპეტენციებს.

ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები საკუთარ სკოლებში STEAM კლუბებს დააფუძნებენ, რომლებიც პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, რაც მათ STEAM მიმართულების ინტეგრირებულ სასწავლო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამის - „STEAM განათლება“ - ფარგლებში, 500-მდე სკოლიდან 288 მასწავლებელი დარეგისტრირდა, საიდანაც ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 100 პედაგოგი.

STEAM ბანაკს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა