მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში.

ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით. თსუ-ს დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით.

2006-2007 წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კაროლინისა და მასაჩუსეტსის შტატებში (აშშ). Research Triangle Park-სა და ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში გავლილი აქვს სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. სასწავლო კურსით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთში, პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, რის შემდეგ კარიერული განვითარება კვლავ განაგრძო შეერთებულ შტატებში.

მან ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით. არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.

ვახტანგ ცაგარელი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მეცნიერი და პროექტ მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, კომერციულ კომპანიებში. იყო ინტერნეტ პროვაიდერ „Geonet“-ის ტექნიკური დირექტორი, ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში იგი მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში – Huawei, სადაც იკავებდა საქართველოს წარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას.

2017 წლიდან პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში – „ქართუ“, რის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს. ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. ვახტანგ ცაგარელს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

იმედი

მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ  საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება

მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება

იმედი

ლელა რაზიკაშვილი ილია მეორეზე: ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია. დაგვიტოვა გაბრწყინებული, აშენებული ტაძრები, შვიდგზის ლოცვა

ლელა რაზიკაშვილი ილია მეორეზე: ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია. დაგვიტოვა გაბრწყინებული, აშენებული ტაძრები, შვიდგზის ლოცვა

იმედი

ლელა რაზიკაშვილი: სიმბოლოები და დღესასწაულები ღირებულებებს ინარჩუნებს დროში, სივრცეში - პატრიარქის სიბრძნე იმაშია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება - ოჯახის სიწმინდე სიმბოლოდ და დღესასწაულად გვიქცია