მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, საქართველოს პროკურატურისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გამოცხადებულ ახალგაზრდულ პროექტებში, სტაჟირებისა და სხვადასხვა თემატურ კონკურსებში.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალური პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. საჯარო ლექციას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი გაუძღვა, თემაზე - „პროკურორის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები“. მან ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტისას სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ულტრათანამედროვე კამპუსი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტის უნიკალურ აკადემიურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი