მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალგაზრდულ პროექტს - „გაეროს მოდელირებას“ უმასპინძლა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მასში იმერეთის რეგიონიდან 14-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ლევან კოპალიანმა. კანცლერმა ახალგაზრდებთან KIU-ს ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მიღწევებისა და ულტრათანამედროვე კამპუსის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა, თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ. პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სიმულაციურ პლატფორმას, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მოირგეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლები, იმუშავეს თემატურ კომიტეტებში და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელეს აქტუალურ გლობალურ საკითხებზე და შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტები. პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, მოლაპარაკებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.

„გაეროს მოდელირება“ ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი