მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს 2026 წლის მათემატიკის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, KIU-ს მათემატიკის კონკურსის - KIU π-DAY Math CONTEST 2026 ფინალი გაიმართა.

წლევანდელი კონკურსი მოსწავლეთა უპრეცედენტო აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ტურში 1400-მდე, მეორეში - 250-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება 170-მდე მონაწილემ მოიპოვა.

KIU Pi-Day Math Contest 2026 პირველი და მეორე ტური „Learn with AI” პლატფორმის გამოყენებით ონლაინ ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის - „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“. კონკურსის წესის მიხედვით, ფინალური ტური უშუალოდ KIU-ში გაიმართა და მასში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული, 65 მოსწავლე მონაწილეობდა.

ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პრიზებს სთავაზობს.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს, KIU-ს სტუდენტებმა დაათვალიერებინეს ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ KIU Pi-Day Math Contest ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მე-6 წელია ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.

მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიურ რუკაზე.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი