მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში თანასოფლელებს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი გარკვეული ოდენობის თანხის ელექტრონულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა.

უწყების ცნობით, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 2 000 ლარამდე შეადგინა. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • $790 000-ის გათეთრების ბრალდებით საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურაBM.GE
  • ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მეთადონი და დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

იმედი

ხაშურში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ხაშურში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს

ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს

იმედი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

იმედი