მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა
სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 23:21|bm.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა.

"ამ დაპირებით, დაზარალებულებმა საწყის ეტაპზე მას 336 900 ლარი გადასცეს, რაც სრულად მიისაკუთრა ისე, რომ აღებული ვალდებულების არც ერთი პირობა არ შეასრულა. ამასთან, თანხის დაუფლებისთანავე მიიმალა და თავს არიდებს, როგორც დაზარალებულებთან კონტაქტს, ასევე სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ - სიორიძეტვ პირველი
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

BM.GE

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

BM.GE

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

BM.GE