მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

იმედი

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

იმედი

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

იმედი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი