მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ. ამ ვერსიის გასამყარებლად მათ სცადეს მანიპულაცია 2022 წელს გადაღებული კადრებით, რომლის მონაწილე სამართალდამცავებიც უკვე თვეებია სასჯელს იხდიან - იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს საჩივრით არავისთვის მიუმართავთ. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა იცოდნენ, რომ საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავეებიც დასჯილები იყვნენ. შესაბამისად, მიზანმიმართულად სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან რადიკალების დეზინფორმაციული კამპანიის მიმდინარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა და რამდენიმე წუთიანი ე.წ. სკანდალი ჩაფლავდა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს.

„ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას, თუნდაც წარსულში ჩადენილს და ნამდვილად კარგია, რომ სახელმწიფო შესაბამისად რეაგირებს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებაზე. კანონდარღვევაზე არ მოქმედებს შერჩევითი სამართალი - მიუხედავად მისი მდგომარეობისა და სტატუსისა. განსაკუთრებით მკაცრია რეაგირება თუ სამართალდამცველი თავად არღვევს კანონს და აზიანებს ინსტიტუტის რეპუტაციას - ეს აქამდე გსმენიათ ამ ქვეყანაში? მე არა და ამის აღიარება უნდა შეგეძლოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე - ცემა-წამება პოლიციის ე.წ. გამჭვირვალე შენობებში, კიბიდან გადმოგდებული დაკავებულები და გარდაცვალების ფაქტები - ეს იყო სისტემური პრობლემა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმი არათუ სჯიდა, პირიქით, ახალისებდა ჯალათებს.

მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა და რამდენიმე წუთიანი ე.წ. სკანდალი ჩაფლავდა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს.

იმან, რაც 4 ოქტომბრის არ შემდგარ ამბოხზე და არა მხოლოდ, მამუკა მდინარაძემ და არჩილ გორდულაძემ ორსაათნახევრიან დებატებში ოპონენტებსა და საზოგადოებას უთხრეს, დესტრუქციულ ძალებს მოსვენება დაუკარგა. ფაქტია, რომ მამუკა მდინარაძის „მასტერკლასმა“ რადიკალები და მათი მედიები ისტერიკაში ჩააგდო და სიმართლის გადასაფარად, მათ საგნობრივი დებატიდან ყურადღების გადატანა, ერთი კონკრეტული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი (გაყალბებული) ფრაზით სცადეს.

სიმართლე გითხრათ დღეს მხოლოდ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, მის ორგანიზატორებზე და საპროცესოთი გათავისუფლებულ მსჯავრდებულებზე უნდა მესაუბრა, მაგრამ რადიკალები საკუთარ ტყუილებში და დეზინფორმაციაში ისე აიხლართნენ, არ შეიძლება მათი უპასუხოდ დატოვება", - აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →ახალგაზრდებს →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი