მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რასაც ვუყურებთ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებებია. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ?! - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რასაც ვუყურებთ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებებია. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ?! - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებები. წლების წინ განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ღია რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ქართული თავისუფალი მედიის სანქცირების თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატების სამიზნე არა მხოლოდ მედიები, ხელისუფლებები გახდნენ - უტევენ მათ, ვისთვისაც მთავარი არა ბრიუსელის დავალებების შესრულება, არამედ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა.

,,იმედის კვირამ“ ევრობიუროკრატებს ნიღბები ჩამოხსნა. იქ, სადაც ყველაზე მეტს საუბრობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რეალურად ცენზურას საბჭოთა მეთოდებით აკანონებენ. როცა ანგარიშის ტექსტი სხვაგან დაიწერა, ანუ, თბილისში და წარმოდგენა არ გაქვს დასმულ შეკითხვებს რა უპასუხო, იძულებული ხდები, დასაჯო ჟურნალისტი, აამოქმედო დემოკრატია ევროპულად.

ჩემი ეს შეფასება შორენა ხვიჩიას რეპორტაჟის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამბავი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის დასანქცირებაში თუ სანდუს გადაწყვეტილებაში - მოლდოვაში შესვლა აიკრძალა ჩვენთვის და ჩვენი კოლეგებისთვის. სანდუ ის პრეზიდენტია, რომელიც საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მომავალს ართმევს. თავად არის ინიციატორი, მოლდოვა მიუერთოს რუმინეთს და ამ გზით სუვერენიტეტი გაცვალოს ევროკავშირის წევრობაში.

შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი ევრობიუროკრატია მიწასთან ასწორებს ევროკავშირის იდეას, როლს და მის შინაარსს. არსებული ფორმით აღნიშნულ კავშირს არაფერი საერთო არ დარჩა ღირებულებებთან, დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ერების პატივისცემასთან.

ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებები. წლების წინ განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ღია რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ?! არა მხოლოდ მედიები, ხელისუფლებები გახდნენ მათი სამიზნე, უტევენ მათ, ვისთვისაც მთავარი არა ბრიუსელის დავალებების შესრულება, არამედ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა.

დღეს, როცა ევროკავშირის წევრი, ტრადიციული ღირებულებების დამცველი დიდი ქვეყნებიც კი მარცხდებიან ევრობიუროკრატიასთან ბრძოლაში, ეჭვი არავის ეპარება, რომ 4-მილიონიანი ქვეყანა გახდა ის ფლაგმანი, რომელიც მთელს მსოფლიოს აჩვენებს, როგორ უნდა გაავლო ზღვარი ეროვნულობასა და ანტიეროვნულობას შორის, ფარისევლობასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის, ოჯახის სიწმინდესა და მის დაკნინებას შორის. ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ევროპულ ღირებულებებს და არა ევრობიუროკრატების უღირს პოლიტიკას.

ევროპის ბნელი მხარეები უკვე სააშკარაოზეა და ვიდრე ხელისუფლება და ხალხი არის ერთად, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. რაც არ უნდა სანქციებით გვაშანტაჟონ, აკრედიტაციები ჩამოგვართვან, მათთან მიახლოება და კითხვების დასმა აგვიკრძალონ ევრობიუროკრატებმა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით იმ სიმართლეს, რომელიც ევრობიუროკრატიას მიზნების მიღწევაში უშლის ხელს“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი