მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება - ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას
რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება - ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

იმედი|imedinews.ge

არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ისაუბრა ქართველი პარალმპიელების გამარჯვებების ისტორიების შესახებ გადაღებული ფილმის თაობაზე, რომლის ჩვენებაც ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მე ამაყი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, როგორი აღტაცებით უყურებდა საკმაოდ ფართო აუდიტორია ჩვენი ფილმის პრემიერას ნიუ-იორკში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაიმართა სწორედ იმ გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 190 ქვეყანა მონაწილეობდა. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მაღალი რანგის სტუმრების გარდა ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები. მათი დასწრება კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ჩემთვის. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „ერთი სული გვაქვს, როდის გახდება ეს ფილმის საჯაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ ჩვენს შვილებს ვაყურებინოთო“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან ფილმის გადაღებაში ფონდი „ქართუსა“ და შემოქმედებითი ჯგუფის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდი „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, რომელსაც ძალიან დიდი მისია და დანიშნულება გააჩნია ჩვენი საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, მადლობა მინდა, ვუთხრა ბაჩო ოდიშარიას და იმ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს ფილმი მოამზადა და ჩვენ გვაქვს პარალიმპიელებზე გადაღებული საერთაშორისო დონის ფილმი, სადაც ასახულია არა მხოლოდ პარალიმპიელთა მოძრაობა და გამარჯვების ისტორიები, არამედ ზოგადად ის ისტორია, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვითარდებოდა ბოლო წლებში საქართველოში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც პარალიმპიურ სპორტში სასამართლოებში უფრო ხშირად დავდიოდით, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. მაგრამ სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ცვლილებები და დღეს საერთაშორისო დონეზე იცნობენ, ანგარიშს უწევენ ჩვენს პარასპორტსმენებს და ისინი არიან მსოფლიო პარალიმპიური ოჯახის ლიდერები. ფილმს მაღალი სპორტული მიღწევების ასახვასთან ერთად გააჩნია ის დანიშნულება, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ვფიქრობ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული ჩვენგანის განწყობა უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი