მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო
რატი იონათამიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო

იმედი|imedinews.ge

ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი არის დიალოგი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ დიალოგისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნამდვილად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობის პრინციპებით მობრუნდეს დიალოგი. სამართლიანობის პრინციპები რა თქმა უნდა დგას საქართველოს მხარეს და ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ცხადია, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, საუკეთესო გამოსავალი ამისთვის არის დიალოგი, მაგრამ ვინც დიალოგს გაურბის, ის გაურბის ამას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ობიექტურ პრინციპებზე დაფუძნებით სასაუბრო არ გააჩნია. ჩვენ ამ პროცესს ვხედავდით. დიპლომატიურ პასპორტებზე იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. მაშინ დიალოგს გაურბოდნენ ის ბიუროკრატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა.

ამიტომ პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ გარემოებებს, ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო პირველ რიგში ევრობიუროკრატებისთვის, რომლებმაც სამწუხაროდ, კურსით გადაუხვიეს ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი