მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა
რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა

რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა

იმედი|imedinews.ge

იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.

„დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს იმ ღირებულებებს, რასაც დაეფუძნა ევროკავშირი და ფაქტობრივად, ომის ტირაჟირებით და პროპაგანდით არიან დღეს დაკავებულები, რაც ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით ეს არ გვიკვირს იუკნევიჩიენესგან, რომელიც პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

რასა იუკნევიჩიენემ აღიარა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ 2022 წლიდან საუბრობდა. ევროდეპუტატმა თქვა, რომ უკრაინის ომის გამო დაიწყო გაფართოებაზე საუბარი და მანამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება. იუკნევიჩიენე მითითებებსაც აძლევს ქართველ ხალხს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

იმედი

ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ტექსტი საბოლოო არ არის. თუ მე ის არ მომეწონება, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას განვაახლებთ

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ტექსტი საბოლოო არ არის. თუ მე ის არ მომეწონება, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას განვაახლებთ

იმედი

პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ

პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ

იმედი