მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა.

კომიტეტის თავმჯდომარე ცენტრის საქმიანობას გაეცნო, ბენეფიციარებს შეხვდა და მათგან არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რატი იონათამიშვილი ასევე შეხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოს წევრებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპების ხელშეწყობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე. აღინიშნა, რომ ლაგოდეხი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ეს პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს, მაგრამ მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, არსებობს რიგი ბარიერები, რომლის აღმოფხვრაც სამომავლოდ დაიგეგმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ კუთხით მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ

უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

იმედი

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი