მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: „ქარდების“ კამპანიის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გვახსოვს აშშ-ის საელჩო როგორ იყო გადაქცეული ქარდების გამომქვეყნებელ სააგენტოდ. ამიტომ კოლექტიური იუკნევიჩიენეები რა „ქარდებით“ გამოვლენ, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია თითოეული ჩვენგანისთვის
რატი იონათამიშვილი: „ქარდების“ კამპანიის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გვახსოვს აშშ-ის საელჩო როგორ იყო გადაქცეული ქარდების გამომქვეყნებელ სააგენტოდ. ამიტომ კოლექტიური იუკნევიჩიენეები რა „ქარდებით“ გამოვლენ, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია თითოეული ჩვენგანისთვის

იმედი|imedinews.ge

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშიდან გაკეთებულ „ქარდს", რომელიც ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ევოკავშირში აქტიურია ორმაგი სტანდარტი, ანტიღირებულება და ომის პროპაგანდა.

„როდესაც ევროკავშირი იქმნებოდა, ორ მთავარ ღირებულებას ეფუძნებოდა. ეს იყო მშვიდობა და თანასწორობა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ღირებულებებში ორივე საერთოდ გამქრალია და აღარ არსებობს, სამაგიეროდ ძალიან აქტიურია იქ ორმაგი სტანდარტი, ანტიღირებულება და ომის პროპაგანდა. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ევროკავშირი ამ მიმართულებით გამოირჩევა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფაქტობრივად უარი უთხრეს გაწევრიანებაზე ყველა კანდიდატ ქვეყანას, როდესაც ვეტოს უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა ერთ-ერთი ევროკომისარი. ამიტომ ამ პოლიტიკური ჯგუფებისგან მსგავსი „ქარდები“ ჩვენ არ გვიკვირს“, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა „ქარდების“ კამპანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ახალი არ არის, ამის გამოცდილება იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როცა აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქარდების“ გამომქვეყნებელ სააგენტოდ იყო გადაქცეული.

„კოლექტიური იუკნევიჩიენეები რა „ქარდებით“ გამოვლენ, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არიან არა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მემკვიდრეები, არამედ გორბაჩოვის იდეოლოგიის მემკვიდრეები“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი