მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: როგორ ამორალურადაც ექცევიან ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ამორალურად უნდათ, რომ მოექცნენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს და როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ
რატი იონათამიშვილი: როგორ ამორალურადაც ექცევიან ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ამორალურად უნდათ, რომ მოექცნენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს და როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ

იმედი|imedinews.ge

როგორ ამორალურადაც ექცევიან ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ამორალურად უნდათ, რომ მოექცნენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს და როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ასე შეაფასა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის წევრებს ერთმანეთისადმი მორალური დამოკიდებულება არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონიათ.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთმანეთის მიმართ ეს ზიზღი და მიუღებლობა გუშინ არ დაწყებულა. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ძალაუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლების გემო იგემეს და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ძალაუფლება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს არის მათი მორალური სახე და სტანდარტი, ამიტომ დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის საუკეთესო ლუსტრაცია ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ის არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიტიკური პროექტი და სააგენტოა, რომელიც როგორც წესი, აგენტებით არის დაკომპლექტებული, ასეთი დამოკიდებულებით არის ცნობილი. ერთმანეთი რომ ასე ეზიზღებათ და ერთმანეთის მიმართ ასეთი სიძულვილი და დაპირისპირება გააჩნიათ, მათ რომ ძალაუფლება მისცენ დღეს, რას დამართებდნენ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს? - ეს კითხვა უნდა დასვას საზოგადოებამ.

სწორედ ამიტომაც არის მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ისინი ყველა არჩევნებზე მარცხდებიან ძალიან მწარედ, ძალიან მწარედ დამარცხდებიან საკონსტიტუციო სასამართლოშიც და ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ბელგიის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია - სიცხის ტალღამ 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

POLITICO: ბელგიის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია - სიცხის ტალღამ 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი

POLITICO: იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

POLITICO: იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

იმედი