
რატი იონათამიშვილი: „შუა დერეფნის“ პროექტში საქართველო გადამწყვეტი და ცენტრალური როლი უკავია. ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა, რაც შუა აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე სრულფასოვნად იყოს ათვისებული
დღეს უკვე შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ „შუა დერეფნის“ პროექტში საქართველო გადამწყვეტი და ცენტრალური როლი უკავია. ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის განხორციელებაში არის უმნიშვნელოვანესი კვანძი. ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა, რაც შუა აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე სრულფასოვნად იყოს ათვისებული.
„დღეს უკვე შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ „შუა დერეფნის“ პროექტში საქართველო გადამწყვეტი და ცენტრალური როლი უკავია. ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის განხორციელებაში არის უმნიშვნელოვანესი კვანძი. ეს დერეფანი თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ეკონომიკის რუკაზე ერთ-ერთი წამყვანი და ყველა განვითარებადი და პერსპექტიული პროექტია. გარდა იმისა, რომ ის აძლიერებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ის ეკონომიკური განვითარების კონტინენტების დაკავშირებადობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ფაქტობრივად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ მცირე აზიის ქვეყნებს განვითარების მასშტაბებით და პერსპექტივით. რომ შევადაროთ ზუსტად სპარსეთის ყურის მიმართულება არაბულ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საინტერესოა დუბაის და სხვა საემიროების მნიშვნელობა. არის ერთადერთი საემირო, რომელსაც არ აქვს ნავთობი მაგრამ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ნავთობი გიმაგრებს ზურგს და შენ გაქვს პირდაპირი გასასვლელი ზღვასთან ეს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს დუბაის. უხეშად, რომ შევადაროთ იგივე შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ აქ მარტო ნავთობის და ენერგომატარებლების გადატვირთვის საკითხები არ იშლება, ამ დერეფანს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს მათ შორის ინტერნეტის დაკავშირების თვალსაზრისით, ენერგეტიკის თვალსაზრისით.
ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა, რაც შუა აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენ კარგად ვიცით რა ჯგუფებიც არიან. ისინი ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას რაც კარგია საქართველოსთვის. ანუ ჩვენ გვყავს აგენტურული ოპოზიცია, რომლისთვისაც ცუდია ყველაფერი ის, რაც კარგია საქართველოსთვის.
ჩვენ ვიზრუნებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე სრულფასოვნად იყოს ათვისებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge